MITITOUR.GE
საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: +995 322 18 20 11
მობ:  +995 599 50 28 82
ელ.ფოსტა: info@mititour.ge

 
მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი

 

მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი, დღეს იმყოფება  საქართველოში არსებულ იმ რამდენიმე ისტორიულ ძეგლთა შორის, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. თავიდან ჩვენ ვეწვევით ნაკლებად ცნობილ ადგილას, მუზეუმს ღია ცის ქვეშ, არმაზციხე-ბაგინეთი. ეს იყო ქართველი მეფეების რეზიდენცია, IV ჩვ.წ.აღ-მდე - V ჩვ.წ.აღ.-ით. შემდეგ დავათვალიერებთ  სვეტიცხოვლის ტაძარს, სადაც განისვენება მაცხოვრის კვართი და  სამთავროს დედათა მონასტერეს, აქ განისვენებს  მეფე მირიანი, რომელიც იყო პირველი, რომელმაც აღიარა ქრისტიანობა საქართველოში, და დედოფალი  ნანა, ასევე განისვენებს ბერი გაბრიელის  წმიდა ნაწილები. ლეგენდის თანახმად ამ ტერიტორიაზე წმინდა ნანას დროიდან დღემდე იზრდება მაყვლის ბუჩქი. გასეირნება ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში. თავისუფალი დრო სუვენირების საყიდლად.

 ვეწვევით ჯვრის მონასტერს, VI საუკუნე, რომელიც მდებარეობს მთის მწვერვალზე,  მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან, აქედან იშლება  ულამაზესი ხედები ძველ დედაქალაქზე - მცხეთა. სადილი ნაციონალურ რესტორანში. სადილის შემდეგ გავემგზავრებით  შიო-მღვიმის მონასტერში. ბერი შიო, რომელიც მოღვაწეობდა VI საუკუნეში, იყო პირველი სამონასტრო საზოგადოების დამაარსებელი.

დაბრუნება თბილისში.

რატომ ვირჩევთ MITI TOUR-ს
 

დაჯავშნა
 





Please try a different City.

ვალუტის კურსი
 
1
სიახლეების გამოწერა
 
© Copyright MitiTour LTD. ყველა უფლება დაცულია 2015. დამზადებულია MYGO Team-ის მიერ.